dakaruli jiSebi - safarula

 

საფარულა - (ინგ. Saparula) (რუს. )

სინონიმი: უცნობია. წარმოშობა: მესხეთი.

ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი გაუშლელი ფოთოლაკი შებუსულია თეთრად.   ზრდის კონუსი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.

ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, გვხვდება  ხუთნაკვთიანიც. დიდი ზომისაა (სიგრძე 13-14სმ, სიგანე 20-25 სმ). სქელი და მუქი მწვანეა. ზედაპირი წვრილბურთულებიანია. ზედა ამონაკვეთი ნახევრად ჩაჭრილი და ელიფსურია.ქვედა მხარე შებუსული თეთრად.ფირფიტის ყუნწის ამონაკვეთი თაღისმაგვარი. მთავარიკბილები ვიწრო სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილები ხერხკბილისმაგვარი.

ყვავილი: ორსქესიანი.

მტევანი:  დიდი ზომის (სიგრძე 20-21სმ, სიგანე 7-9სმ). საშუალო წონა  258 გ.კონუსური. საშუალო სიკუმსის.

მარცვალი: მწვანე ფერის. საშუალო ზომის (1,8 X 1,7სმ). მომრგვალო ფორმის. სქელკანიანი და კნატუნა. წვენი მომწვანო ფერისაა.

ყურძნის წვენი: შაქრიანობა  16,5 %, მჟავიანობა 11,1 გ/ლ.

მოსავლიანობა: 10-15 კგ/ძირზე (მაღლარზე).

სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.

ყურძნის დახასიათება: მტევნები დიდი ზომისაა  საშუალო ზომის კნატუნა მარცვლებით.

დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით გამოირჩევა.  ყინვაგამძლე ჯიშია. მისი სახელი უკავშირდება ცნობილ მესხურ ტოპონიმს - საფარას, ვინაიდან პირველად ამ მიდამოებში იქნა აღმოჩენილი (რამიშვილი, 1943). საფარულას  დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს, რომ იზრდება ზღვის დონიდან მაღალ ადგილებში და შეგუებულია იქაურ კლიმატურ პირობებს.

დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.

წყარო: რამიშვილი მ.

ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი.